სკოლა - საფუძველი
ოჯახი - საყრდენი
საზოგადოება - კედელი
როგორ უნდა თანამშრომლობდეს ოჯახი, სკოლა, საზოგადოება?
ბავშვები სკოლაში ცოდნითა და უკვე შეძენილი უნარ -ჩვევით მოდიან. მათ გარკვეული წარმოდგენა აქვთ ქცევის წესებზე, სოციალურ წეს-ჩვეულებებზე და სხვებთან ურთიერთობის დასამყარებლად ერთგვარი სტრატეგიაც გააჩნიათ. ინდივიდის ჩამოყალიბების საფუძველი, როგორიცაა საკუთარი “მეს” შეგრძნება და სამყაროსადმი დამოკიდებულებაც უკე ამ ადრეულ წლებში ყალიბდება. მშობლები ბავშვის პრველი მასწავლებლები არიან.
რა ქმნის ოჯახს? დღევანდელ ცვალებად საზოგაოებაში ოჯახურ ერთობას მრავალნაირად საზღვრავენ. ოჯახები ისევე გავნსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ამ ოჯახის წევრები. ოჯახს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც მათ ბავშვზე უდიდესი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ. მშობლები ბავშვებისთვის პირველი მაგალითია, ვისგანაც მათ პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გადმოღება შეუძლიათ. მშობლები გამიზნულად მოძღვრავენ თავიანთ შვილებს, რომ ისინი ოჯახისა და შემდეგ, საზოგადოების წევრები გახდნენ. ყველა ოჯახს წარმატება და ბედნიერება სურს საკუთარი შვილებისათვის. მშობლებს შეუძლიათ განაპირობონ საკუთარი შვილების წარმატება მათი ინტერესებით დაინტერესებითა და მათში იმ თვისებების დაფასებით, რომლებსაც საკუთარ თავში აფასებენ. მშობლები თავიანთი შვილებისთვის ისეთსავე ფართო მიზნებს ისახავენ, რასაც მასწავლებელი ყველა ბავშვის წინაშე აყენებს.
მშობლებსა და სკოლას ერთობლივი პასუხისმგებლობა აკისრიათ ბავშვისათვის წარმატების მომტანი გარემოს შექმნაში ზრდა-განვითარების ყველა სფეროში. სკოლა ის ადგილია სადაც მასწავლებელი და მშობელი ერთად იმუშავებენ. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ასეთი ერთიანობა ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, როგორც პიროვნული ასევე აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით. სკოლას და სახლს შორის დამყარებული პოზიტიური, მეგობრული ურთიერთობა ყველა ბავშვისთვეის სარგებლის მომტანია. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ პასუხისმგებლობა მის კეთილდღეობაზე აკისრია, როგორც სკოლის კოლექტივს, ასევე მშობლებს.
დღევანდელი საყოველთაო საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან გამომდინარე ურთიერთ კავშირი სკოლა-ოჯახი-საზოგაოება ირღვევა. მშობელი ნაკლებად იცლის სკოლასთან თანამშრომლობისათვის. მათი ინერტულობა მასწავლებელს არ აძლევს საშუალებას სხვადასხვა საინტერესო საქმიანობები და პროექტები განახორციელოს, რაც მოსწავლეებთან მომუშავე ერთი მოზრდილი ადამიანისათვის შეუძლებელია. მშობლების მონაწილეობა სასწავლო პროცესის წარმართვაში იძულებითია.ძნელად გადასაჭრელი პრობლემის წარმოშობისთანავე მთელ პასუხისმგებლობას მშობელი სკოლის დირექციას და მასწავლებელებს აკისრებს. თუმც ერთერთი ძირითადი პასუხისმგებელი თითონაცაა, თავს არიდებს სკოლის კოლექტივთან ერთად მონახოს ამ პრობლემის გადაჭრის გზები და საშუალებები. მშობელს არ სურს გააცნობიეროს, რომ საკუთარი შვილის, სკოლის ცხოვრების ნაწილია და საზოგადოებრივი ერთობის წევრობის შეგრძნება საკუთარ სახლშიც დაამკვიდროს. მშობელსა და სკოლას შორის წარმოიშობა უნდობლობა.
თუ ჯაჭვს აკლია რომელიმე რგოლი მისი მთლიანობა ირღვევა და გვაძლევს გაფრთხილებას ს ო ს
ერთი რამ ნათელია, სამივე რგოლის ურთიერთთანამშრომლობის გარეშე რთულია მივაღწიოთ მიზანს, ჩამოვაყალიბოთ პიროვნება!
• თანამიმდევრული სამმხრივი ურთიერთობები.
• განმტკიცდეს ოჯახსა და სკოლის თანამშრომლობა მშობლის სხვადასხვა სახის მონაწილეობით სკოლის ცხოვრებაში.
• მათ შორის დაისადგუროს ნდობამ. მშობლებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მასწავლებელი და სკოლა სანდო და მზრუნველი პარტნიორები არიან.
• მშობლები და მასწავლებლები ერთ გუნდად მუშაობენ, რათა ყველასათვის განუმეორებელი და სიონტერესო სასწავლო პროცესი შექმნან.
• ბავშვები მოზრდილთა გუნდის წევრების ურთიერთთანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს იღებენ.
четверг, 23 октября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)